ძლიერი ხანძარი თბილისში-ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე მდებარე 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული შენობა იწვის.
რა მიზეზით გაუჩნდა ძველ კინოთეატრს ხანძარი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ცეცხლი იმდენად დიდ ფართობს მოედო, რომ მეხანძრეები ამ დრომდე ვერ აქრობენ. ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო ეკიპაში.
ზოგიერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ შენობაში უსახლკარო პირები ცხოვრობდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იმყოფებოდნენ თუ არა ისინი ხანძრის დროს შენობაში.