02 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ბოგდან ხმელიცკის ქუჩაზე ლიკვიდირებულია

ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი 600 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო მანქანა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი მიტოვებულ კინოთეატრის შენობას რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები