13 ივნიის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მათთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს პერდიოში მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა. ირაკლი ლექვინაძეს განმარტების გაკეთება კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ მოუწია. კურიერის ინფორმაციით, პროდუქტი საწყობში ინახება, რომელთა ნაწილი უკვე გაფუჭებული და ვადაგასულია. კამერამ ადგილზე საკვების დიდი მარაგი გადაიღო, დეტალების დასაზუტებლად ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს კი ინტერვიუზე უარი უთხრეს. ასევე უცნობია, რა რაოდენობის დახმარება გასცეს მერიიდან დაზარალებულებისთვის. სტიქიის დროს დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, ბოლო დახმარება დაზარალებულებმა მერიისგან სექტემბერში მიიღეს.