გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობისა და შერჩევითი სამართლის გამო მთავარი პროკურორობის კანდიდატს აკრიტიკიბენ არასამთავრობოები.
მათი აზრით, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ვერ შეძლებს ამ უწყების დამოუკიდებლობად და გამჭვირვალედ მართვას.
მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ მთავარ პროკურატურაში რაიმე შეიცვლება, ამის საფუძველს კი მთავარი პორკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცედურები აძლევს, რომელიც მათი თქმით, არ იყო გამჭვირვალე.
არასამთავრობები ურჩევენ კანონმდებლებს კარგად დაფიქრდნენ, რადგან მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ.