20 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
„2016 წლის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული სტიქიით დაზარალებულთა პრობლემა," - სევდია უგრეხელიძე

საკრებულოს უმცირესობაში 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების დახმარების მეორე ეტაპის დასაწყებად 2016 წლის ბიუჯეტში თანხის ასახვას ითხოვენ. სევდია უგრეხელიძემ საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე დააყენა.

„2016 წლის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული სტიქიით დაზარებულთა პრობლემა, ვინაიდან არ მიგვაჩნია შესაძლებლად, რომ ამ წელს ამოიწუროს მათი პრობლემები,“ - განაცხადა სევდია უგრეხლიძემ.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს თბილისის მთავრობას, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს სტიქიით დაზარალებულთათვის მეორე ეტაპის გაგრძელება.

უმრაველესობის თქმით, კი დაზარალებულებისთვის ყველა საჭირო პრობლემას საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტი უზრუნველყოფს.

„მე მიკვირს ჩვენი კოლეგების ამ ინიციატივის, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულომ რამდენიმე თვის წინ მიიღო უპრეცედენტო წესი, რომლის მიხედვითაც ხდება დაზარალებულთა ანაზღაურება როგორც საცხოვრისით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ  ჯაბა სამუშიამ. 

დღის ამბები