თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და სარგებელი, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით მიიღებს - ეს საკითხები ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბიზნეს ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განიხილა.
მსჯელობისას გამოიკვეთა ინტეგრაციის პროცესის სუსტი მხარეები, მათ შორის დასახელდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ნაკლები ინფორმირებულობა.
„სუსტი მხარეების იდენტიფიცირების შემდეგ, ევროკავშირი აპირებს გაზარდოს დახმარებები. სუსტ მხარეებში უპირველეს ყოვლისა აღინიშნა ინფორმაციის ნაკლებობა. ეს ძირითადად ეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს,“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა.