20 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი ჯანდაცვისა და სურსათის უნვებლობის დარგში ევროკომისარს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკომისარს ჯანდაცვისა და სურსათის უნვებლობის დარგში, ვიტენის ანდრიუკაიტის შეხვდა.

შეხვედრაზე დანელიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

მინისტრმა ყურადღება ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა  ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა.

“გავაცანით ევროპას იმ მიღწევების შესახებ, რასაც სოფლის მეურნეობა ეწევა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ. ჩვენ ჩავატარეთ ვრცელი პრეზენტაცია, თუ რა ხდება, რა ხორციელდება და რა პროექტებს აქვს ადგილი სოფლის მეურნეობაში,“  - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

დღის ამბები