20 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ინციდენტი 213-ე ბაღში-მცირეწლოვანს საკუთარმა მამამ იარაღი მისცა და სროლისკენ მოუწოდა

ინციდენტი 213-ე საბავშვო ბაღში - ნასვამ მდოგმარეობაში შეიარაღებული მშობელი ბაღში ისე შევიდა, რომ მასწავლებლებს და ბაღის ადმინისტრაციას არ გაუგია. ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მამამ შვილს პისტოლეტი ხელში მისცა და მოუწოდა რომ ესროლა.

მამის მხრიდან ჩადენილი სახიფათო ქმედების მიუხედავად, ბაღის დირექციას პოლიცია იმ დღეს არ გამოუძახებია, ინფორმაცია ერთი დღის დაგვიანებით მიაწოდეს სამართალდამცავებსაც და ბაღების სააგენტოსაც.

მომხდარის გამო ბაღში დღეს მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცავები მუშაობდნენ.

პედაგოგი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ინციდენტს დაკითხვაზე იმყოფებოდა.

ინციდენტში მონაწილე მთავარი მოქმედი გმირი, მოზარდის მამა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და მუქარის ბრალდებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული ოლეგ პოპოვი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, დავით ცინცაძე. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები