20 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
13 ივნისს დაზარალებულთათვის განკუთვნილ გაფუჭებულ საკვებზე ნარმანია კომენტარს არ აკეთებს

13 ივნისს დაზარალებულთათვის განკუთვნილი საკვები სპეცილურ საწყობში ფუჭდება. კურიერის ინფორმაციით საკვები პროდუქტი თვეებია საწყობში აწყვია, თუმცა ამ ინფორმაციას ვიცემერი არ ადასტურებს. საწყობში გაფუჭებულ საკვებზე კი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ის სტიქიის დროს თბილისში ჩამოტანამდე გზაში გაფუჭდა, მაგრამ რატომ არ გაიტანეს 7 თვის მანძილზე გაფუჭებული საქონელი საწყობიდან ეს ვიცემერმა არ იცის.

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

კურიერის ინფორმაციით 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებისათვის რამდენიმე საწყობია თბილისში, თუმცა დღეს მუნიციპალიტეტში არც საწყობების რაოდენობას და არც მათ ადგილმდებარეობას არ ამხელენ.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები