სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოებში მენიუ თითო კაცზე 1 ლარი და 18 თეთრი ჯდება, რაც სასადილოში მომუშავე პერსონალის თქმით საკმარისი არ არის.
2016 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები არ განხორციელდება და დაფინანსება უფასო სასადილოებზე კლავ 14 მილიონ 500 ათასი ლარი დარჩება.
არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის დამფუძნებელი ამბობს, რომ თანხა ინფლაციის პირობებში საკმარისი არ არის.
საკრებულოს უმრავლესობა გამოყოფილ თანხას საკმარისად მიიჩნევს, ოპოზიცია კი სერიოზულ ხარვეზებზე საუბრობს.
თბილისში სოციალურად დაუცველთათვის 60 უფასო სასადილო მუშაობს.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.