აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის ხელმძღვანელი, მედეა ვასაძე, დაკითხვაზე დაიბარეს. დეპუტატი ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს შენობაში 11 საათზე მივიდა.
მედეა ვასაძის განმარტებით, გამოძიებას კითხვები, სავარაუდოდ, სამუფთოს რეზიდენციის შესაძენად ცენტრალური ბიუჯეტიდან დახარჯულ 4,5 მილიონ ლართან დაკავშირებით აქვს.
ვასაძის მტკიცებით, ტერიტორია ნაგებობებთან ერთად ჯამში მხოლოდ ერთი მილიონი ლარის ღირებულებისაა.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ მას კითხვებს არჩილ ხაბაძისა და დავით ბალაძის კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობაზეც დაუსვამენ.
ამ საკითხებზე მოკვლევის დაწყების თხოვნით დეპუტატმა ვახტანგ გომელაურს 3 თვის წინ მიმართა.