20 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
საქართველოს პირველი ლედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდამჭერ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდამჭერ ღონისძიებას დაესწრო. გამოფენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

მაკა ჩიჩუამ ორგანიზაციის ბენეფიციართა ხელით შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა და ავტორებს გაესაუბრა.

გამოფენის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საგანგებოდ დღევანდელი ღონისძიებისთვის მომზადებული სოციალური ვიდეორგოლი აჩვენეს, რომელშიც საწარმოს საქმიანობისა და ბენეფიციართა საჭიროებების შესახებ იყო საუბარი.

დღის ამბები