დავით ნარმანია კურიერის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სოციალურად დაუცველი პირებისთვის უფასო სასადილოებში გამოყოფილ თანხას შეეხებოდა.
ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი გავლენა კურსთა შორის სხვაობამ კვების რაციონზე არ უნდა იქონიოს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მერი მზად არის, კანონმდებლობის გათვალისწინებით ეს საკითხი განიხილოს.
„არსებობს მინიმალურად აუცილებელი მენიუ, რაც უფასო სასადილოებში უნდა იყოს. მეორე მხრივ არსებობს სატენდერო პროცედურები, რომელის დაცვითაც ჩვენ ჩავატარეთ ტენდერები. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა ლარის კურსმა რაციონზე არ უნდა იქონიოს. თუ იქნება მნიშვნელოვანი გავლენა, მაშინ მზად ვართ, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე განვიხილოთ ეს საკითხი,“ - აცხადებს დავით ნარმანია.
როგორც ცნობილია, 2016 წელსაც ისევე, როგორც მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ სასადილოებში კვების საფასური ერთ ადამიანზე კვლავ 1.18 ლარით არის განსაზღვრული.