13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების საწყობში შენახვის თემაზე ქალაქის მერი დავით ნარმანია კომენტარს ისევ არ აკეთებს.
კურიერმა ის საწყობები აღმოაჩინა, სადაც 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულთათვის განკუთვნილი დახმარება ინახება.
კურიერის ჟურნალისტები ქალაქის მერმა, გასული დღეების მსგავსად, დღესაც მის მოადგილესთან გადაამისამართა. თუმცა აღნიშნა, რომ სტიქიით დაზარალებულებს დახმარებები თბილისის მერიის დადგენილი ნორმის მიხედვით გადაეცემა.
საწყობში შენახულ ჰუმანიტარულ ტვირთზე დღეს, გასული დღეების მსგავსად, განმარტება ისევ მერის მოადგილემ გააკეთა და თქვა, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება საწყობებში არსებული დახმარებების დაფასოება და წლის ბოლომდე ყველა ტვირთი, რაც საწყობში ინახება, სტიქიით დაზარალებულებს გადაეცემა.