20 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
შეწყდეს საღი ხეების ჭრა - ბუნების დამცველები მერიასთან აქციას მართავენ

შეწყდეს საღი ხეების ჭრა! - ამ მოთხოვნით თბილისის მერიასთან ბუნების დამცველთა აქცია გაიმართა.

შეკრებილებმა თბილისი-შინდისის გზის მონაკვეთზე ხეების გაჩეხვა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სანამ მერია თბილისში ხეების პრობლემებს არ გადაჭრის, აქციებს გააგრძელებენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჯანმრთელი ხეების შენარჩუნებას ითხოვენ.  

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს კეთილმოწყობის სამსახურის ახლადდანიშნულმა უფროსმა უპასუხა.

„რელურად შეგვიძლია აღიარება, რომ ჩვენი სამსახური ვერც ფინანსური და ვერც ადამიანური რესურსით ვერ მოერევა ამ პრობლემას, რადგანაც ის მასშტაბურია. ამიტომ მიდგომაა შესაცვლელი და პროცესში ჩაერთოს გარემოს დაცვის სამინიტროც,“ - აცხადებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი.

დღის ამბები