არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისი-შინდისის გზაზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა სიმბოლურად მოჭრილი ხეების ადგილზე კვიპაროსები დარგეს.
მათი განმარტებით, დედაქალაქის მთავრობის მიერ ხეების ჭრას მსგავსი ხერხით ყველგან დაუპირისპირდებიან.
„დავით ნარმანიამ მილიონი ხის დარგვის მაგივრად გაანადგურა ხეები თბილისის შემოგარენში. ის მხოლოდ ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.