თბილისის ცენტრში, ყიფშიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ძლიერი ხმა ვაკეში დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაისმა. აფეთქების შედეგად შენობის პირველი სართული ჩამოინგრა, რა დროსაც ერთ ადამიანი დაშავდა.
აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. მცირე დამწვრობით საავადმყოფოში ერთი ადამიანია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო ბრიგადები, მეხანძრეები და საპატრულო პოლიცია ამ წუთებამდე მუშაობენ.
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი იყო.