მსოფლიო მასშტაბით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციას საქართველოც უერთდება.
ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლათა დაცვის სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით, დღეს სუხიშვილების ცეკვის აკადემიამ ფლეშმობი მოაწყო.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.