საახალწლოდ ყველა ხანდაზმული სოციალურად დაუცველი თბილისელი დედაქალაქის ადმინისტრაციისგან საჩუქარს მიიღებს.
საჩუქრები უბნების მიხედვით სხვადასხვაგვარი იქნება. ზოგი უფრო ძვირს, ზოგიც კი იაფ საჩუქარს მიიღებს. გაირკვა, რომ ეს დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე. მაგალითად ვაკეში უფრო უხვი ძღვენი მივა, სამგორში კი შედარებით მოკრძალებული. ფასებში კი ეს საჩუქრები ასე გამოიყურება: ვაკე 35 ლარი, დიდუბე 33 ლარი სამგორი 18 ლარი.
უფასო სასადილოებში კი თითო სოციალურ დაუცველზე დღეში ლარი და 18 თეთრია გამოყოფილი.
პოსტსკრიპტუმი შეეცადა გაგვერკვია რატომ ღირს სოციალურად დაუცველის საჩუქარი გარეუბანში ორჯერ უფრო იაფი. გარდა ამისა გამოააშკარავა საახალწლო სამზადისის გაურკვეველი ფინანსური ოპერაციები.
ავტორი: მიშა სესიაშვილი