ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრი ფართო აუდიტორიისთვის იანვარში უნდა გაიხსნას. პირველი სპექტაკლი „აბესალომ და ეთერი“ იქნება, თუმცა მანამდე მოცეკვავეები შეზღუდული რაოდენობის მაყურებლის წინაშე თანამედროვე ქორეოგრაფიის ვარსკვლავის, კილიანის დადგმებს წარმოადგენენ.
კილიანის პროგრამის ტექნიკურ წარმოდგენას, რომელშიც ოთხი ერთმოქმედებიანი ბალეტი მოიაზრება, განათებისა და სცენოგრაფიის ავტორი, ხმის რეჟისორთან ერთად ხელმძღვანელობს. განახლებული და გაზდილი შესაძლებლობების- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ”ნიდერლანდების ცეკვის თეატრის” ჯგუფი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
პირველ წარმოდგენას, კილიანის საბალეტო დადგმებს, რეკონსტრირებულ სივრცეში გენერალური რეპეტიცია დაარქვეს, რადგან ოპერის თეატრი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა. განახლებული თეატრის კარი, ”აბესალომ და ეთერის” წარმოდგენით ფართო აუდიტორიისთვის სავარაუდოდ იანვრის თვეში გაიღება.