13 ივნისის სტიქიიდან 5 თვის შემდეგ რამდენიმე დღის წინ კურიერმა საწყობი აღმოაჩინა, სადაც დაზარალებულებისთვის შეგროვებული და გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარება ინახება, მათი დიდი ნაწილი საკვებია. არსებული ინფორმაციით მათ უმეტესობას ვადა აქვს გასული.
აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ პოსტსკრიპტუმი დაინტერესდა მიიღეს თუ არა ჰუმანიტარული დახმარება 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულმა მოქალაქეებმა. ჩვენი გადამღები ჯგუფი სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა და ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულებს.
მათი ნაწილი ამბობს, რომ დახმარება ფაქტობრივას არ მიუღიათ, ნაწილი კი აცხადებს, რომ მიიღეს, თუმცა ძალიან ცოტა. 5 თვის განმავლობაში წყლის მქვეშ მოქცეული 39 სახლიდან დახმარება მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო.
დაზარალებულთა ნაწილი ამ დრომე კომპენსაციებსაც ელოდება, რომელიც მათ ზარალს აანაზღაურებს. მოქალაქეთა ნაწილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს ქირის ვადა დეკემბერში გადის.
რატომ არ დაურიგდათ უსახლკაროდ დარჩენილებს კომპენსაციები და როდის მიიღებენ სტიქიით დაზარალებული თბილისელები მათთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ამ კითხვით რუსთავი 2-მა თბილისის მერს მიმართა, ნარმანია აცხადებს, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილებულია.
ავტორი თეა ადეიშვილი