02 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
თბილისში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კონფერენცია იმართება

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კონფერენცია იმართება დღეს თბილისშიც.

შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დამცველი ორგანიზაციები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და ელჩებიც ესწრებიან.

დღის ამბები