სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს არჩევნები დასრულდა. არასამთავრობო სექტორიდან შეირჩა საბჭოს სამი წევრი.
ხმათა უმრავლესობით 6 წევრიან საბჭოში საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის იურისტი, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის იურისტი მოხვდნენ.
ისინი ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.