20 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
აქცია კანცელარიასთან-მოქალაქეები 4 წლის ბავშვის ცემის ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვენ

აქცია გაიმართა დღეს კანცელარიის შენობასთან. აქციის მონაწილეები 1 წლის წინ ნაცემ 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძესთან დაკავშირებით პროკურატურას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და საქმის დროულად გამოძიებას სთხოვენ.

აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი გაბრიელ ნიშნიანიძის საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადატანას აპირებენ.

აღნიშნულ საკითხზე, პროკურას განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა პირად საუბარში აღნიშნეს, რომ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

 

დღის ამბები