ლატვიის მთავრობის კანცელარიის უფროსის საქართველოში ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი ქართულ სამზარეულოს დაუკავშირდა.
მარტინ კრევინსმა ქართული კერძების დამზადების გამოცდილებას დღეს კიდევ ერთი შეჰმატა. კრევინსმა აჭარული ხაჭაპური მოამზადა.
ქართველი მზარეულების დახმარებით, აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა შობა-ახალი წლისთვის ერთგვარი მომზადებაა.
ლატვიის მთავრობის კანცელარიის უფროსმა ხაჭაპურის მომზადებასთან ერთად ხინკლის მოხვევაც ისწავლა.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი