20 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
სვანიძის ქუჩაზე ქირით მცხოვრები მოქალაქეებისთვის მერია ზარალის ანაზღაურებას არ გეგმავს

13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულების ნაწილი უკვე 6 თვეა შესაბამის სტატუსს ვერ იღებს. დახმარება ჯერ მხოლოდ დაზარალებულების იმ ნაწილმა მიიღო, ვისაც საკუთარი ქონება გაუნადგურდა.

როგორც ჩანს ნაქირავებ ბინებში მყოფი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მერია არც გეგმავს, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხა საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

დაზარალებულის დახმარების თხოვნით მერიას საკრებულოს უმცირესობის დეპუტატებმაც მიმართეს. ფარაქცია ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობას სვანიძის ქუჩაზე სტიქიის დროს ქირით მაცხოვრებლებისთვის 2016 ბიუჯეტში თანხა გაწერილი არ აქვს. 

საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათ ეხმარებიან, ვისაც სტიქიის დროს სახლები დაუზიანდათ ან უსახლკაროდ დარჩნენ. ცნობენ თუ არა დაზარალებულად მათ, ვინც სტიქიის ზონაში სახლს წლების განმავლობაში ქირაობდა, უცნობია.

მერიის ინფორმაციით სტიქიის დროს სახლი სრულად 52 ადამიანს დაენგრა, აქედან 42-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები