საკრებულოს ქართული ოცნების თავმჯდომარის დაცვას მერი და საკრებულო წერილობითი განცხადებებით ცდილობენ, თუმცა ფაქტია, რომ რიმა ბერიძის მიერ უფასო სასადილობზე გაკეთებულმა განცხადებამ მედია და სოციალური ქსელი დაიპყრო. 1 ლარი და 18 თეთრი კი ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე ხშირად ხსნებადი ციფრია.
მერიის სოციალური სამსახურის უფროსი დღეს კიდევ ერთხელ ცდილობდა რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფის დარწმუნებას, რომ ეს თანხა საკმარისია სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად, თუმცა კურიერმა იმ მენიუს ფოტოები წარუდგინა, რომლითაც ათასობით ბენეფიციარი უნდა დაკმაყოფილდეს.
მენიუს სიმწირესთან ერთად კი უფასო სასადილოების მომხმარებლები ხშირად თავად საკვების ხარისხსაც ემდურიან.
ავტორი:ეკო მაღრაძე