08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
უკრაინამ 2016 წლიდან შესაძლოა, რუსეთთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს

უკრაინამ 2016 წლიდან შესაძლოა, რუსეთთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ამ საკითხზე უკრაინის საგარეო უწყებაში მუშაობა დაწყებულია.

ამ თემაზე კომენტარი კი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გააკეთა. მისი თქმით, პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელი მიგრანტების საკითხია გასათვალისწინებელი.

უკრაინის უშიშროების საბჭომ სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობას ჯერ კიდევ 2014 წელს მიმართა. 

დღის ამბები