08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
ერთი წლის თავზე ლატვიის პრემიერი გადადგა და თქვა, რომ ქვეყანას ახალი ენერგია სჭირდება

ორწლიანი მმართველობის შემდეგ ლატვიის პრემიერმა პოსტის დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ ლაიმდოტა სტრაუ–იუმამ ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მას გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წამოწყებული სამუშაოების ბოლომდე მიყვანას ახალი იდეები და ენერგია სჭირდება.

ლაიმდოტა სტრაუ–იუმას პრემიერის პოსტი 2014 წლის იანვრიდან ეკავა. მაშინ საპარლამენტო არჩევნებში მისმა კოალიციამ ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

კოალიციაში შემავალ პარტიებს მკაცრი პოზიცია ეკავათ უკრაინაში რუსეთის ქმედებების მიმართ, რამაც არჩევნებში მათი გამარჯვება განაპირობა.


 

 

დღის ამბები