08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
აფეთქება სტამბოლის "გოგჩენის" სახელობის აეროპორტში - დაშავებულია ორი ადამიანი

აფეთქება მოხდა სტამბოლის გოგჩენის სახელობის აეროპორტში. შედეგად დაშავდა დასუფთავების სამსახურის ორი თანამშრომელი. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთ დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი.

თურქული მედიის ცნობით, მომხდარის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.

დღის ამბები