09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
ხელისუფლება საელჩოებში საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ალაპარაკდა

უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა, შესაძლოა, დიპლომატიურ მისიაში საკადრო ცვლილებების მიზეზი გახდეს. უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ საელჩოებში საკადრო პოლიტიკა გადაიხედოს. პირველი კი, სავარაუდოდ, უკრაინა იქნება, სადაც საქართველოს პრემიერის ვიზიტი იგეგმება.

უკრაინაში განხორციელებული დანიშვნების გამო მმართველი გუნდი ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის 2-წლიან საქმიანობას აკრიტიკებს. თუმცა, თავად მმართველ გუნდში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ელჩის, მიხეილ უკლებას შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. თედო ჯაფარიძე ფიქრობს, რომ უკრაინაში მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები საგარეო უწყების საქმიანობის შედეგი უფროა, ვიდრე თავად დიპლომატის, ამიტომ უკლებას შეცვლის მიზეზებს ჯაფარიძე ვერ ხედავს.

ელჩის შესაძლო შემცვლელად არაოფიციალურად ზვიად ჯანყარაშვილი სახელდება. ასევე დაუდასტურებელი ვერსიით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, შესაძლოა, კიევში პრემიერის ვიზიტის წინ სპეციალური მისიით ჩავიდეს.

პრემიერის ვიზიტი უკრაინაში მომავალი წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები