09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ალექსანდრე კვიტაშვილის პირველი სამუშაო დღე უკრაინის მთავრობაში

უკრაინის მთავრობის ქართველმა მინისტრმა უკვე მიიღო პირველი დავალებები პრემიერ- მინისტრისგან.

ალექსანდრე კვიტაშვილს ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში მტკივნეული, თუმცა აუცილებელი რეფორმების გატარება მოუწევს და თან უმოკლეს ვადებში. კვიტაშვილი უკვე იმყოფებოდა სამინისტროში და თანამშრომლებსაც შეხვდა. კვიტაშვილი პირველ რიგში საკადრო რეფორმის გატარებას და ელექტრონული ტენდერების მოწესრიგებას აპირებს. 

ალექსანდრე კვიტაშვილისგან გახდა ცნობილი, რომ უკრაინის სატენდერო სისტემას ქართველთა ჯგუფი აყალიბებს.

მისი თქმით, "აქ ყველაზე დიდი პრობლემა ტენდერების პრობლემაა, რომელიც აზიანებს სამინისტროს რეპუტაციას და იმიჯს და, რაც მთავარია, ხალხს, რომელიც ელოდება სპეცმედიკამენტებს და ამის შესყიდვა ოქტომბერში ვერ მოახერხეს იმიტომ, რომ გაუმართავი სისტემა არსებობს."

"ამიტომ მეორე ქართული ჯგუფი მუშაობს სატენდერო სისტემების დალაგებაზე. მათ გამოვიყენეთ, რომ მომავალში განხორციელდეს შესყიდვები იგივე პრინციპით, როგორიცაა საქართველოში,"  - ამბობს კვიტაშვილი. 

კვიტაშვილის გარდა უკრაინის მთავრობაში კიდევ ორი უცხოელია, რომლებმაც ასევე უარი თქვეს საკუთარ მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეები გახდნენ. ეკონომიკის მინისტრი ლიტველია, ფინანსთა მინისტრი კი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები