09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინს მისი განცხადებების გამო აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატები ვლადიმერ პუტინის მიმართვას ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარი ჰარპის განცხადებით, ვაშინგტონი არ აპირებს რუსეთის ლიდერის გამოსვლის შეფასებას, მაგრამ არ ეთანხმება მის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი რუსეთთან მიმართებით შეკავების პოლიტიკას ატარებს.

ჯონ კერის უწყების წარმომადგენლის თქმით, დღეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისი უკრაინის მიმართ რუსეთის პოზიციის შედეგია.

"საქმე დასავლეთს კი არ ეხება, არამედ უკრაინელ და ყირიმელ ხალხს, რომ თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი. ეს მათ ნაცვლად რუსეთმა არ უნდა გააკეთოს," - აცხადებს მარი ჰარპი.

ამავე თემაზე
დღის ამბები