09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინაში „სიჩუმის რეჟიმი” მოქმედებს

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ შემოღებული ეგრეთ წოდებული ”სიჩუმის რეჟიმი” ამოქმედდა.

ამ დროისთვის დონეცკში სროლის ხმა აღარ ისმის. თუმცა გვიან ღამით ქალაქის გარეუბანში სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა.

უკრაინის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ 9 დეკემბერს არმია ”სიჩუმის რეჟიმს” დაიცავდა და მძიმე შეიარაღებასაც გაიტანდა. მის ამ დაპირებას სეპარატისტები მიესალმნენ, თუმცა უცნობია, თავადაც აპირებენ თუ არა დღეს ცეცხლის შეწყვეტას.

პარალელურად, მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დაგეგმილი, მაგრამ მხარეების მონაწილეობის შესახებ შეტყობინება ბელარუსს ჯერ არ მიუღია.

ამავე თემაზე
დღის ამბები