რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, თანამშრომლებთან ერთად, უზენაეს სასმართლოს საგანგებო განცხადებით მიმართა და ტელეკომპანიის საქმის წარმოებაში მიღება სთხოვა.
სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატებმა სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვტილება, რომლის მიხედვითაც, ნატა ნაზღაიძის კოლეგიამ რუსთავი2-ის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს გადასცა, საკასაციო წესით უკვე გააასაჩივრეს.
ნიკა გვარამიამ დღეს უზენაესი სასმართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარესაც მიმართა. მან განცხადა, რომ თავმჯდომარის მიმართ ტელეკომპანიის მხარეს უნდობლობა აქვს.
ტელეკომპანიის იურისტების განცხადებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებობისთვის დადგენილ ოთხივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოებაში მიღებას მესამე სექტორიც სთხოვს.
რუსთავი2-ის სარჩელის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად უზენაეს სასამართლოს 3-თვიანი ვადა აქვს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი