6 არასამთავრობო ორგანიზაცია უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, წარმოებაში მიიღოს რუსთავი 2-ის სარჩელი. სამოქალაქო სექტორმა განცხადებაც გაავრცელა.
"პირველ ინსტანციაში, საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების ფონზე, განმტკიცდა ეჭვი სასამართლოს საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა, შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს ქვეყანაში პლურალისტურ მედია გარემოს და დემოკრატიის ხარისხს. მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს, დასაშვებად ცნოს და კანონმდებლობის სრული დაცვით განიხილოს საქმე, რათა გამოირიცხოს ის კითხვის ნიშნები, რომლებიც მოცემული საქმის განხილვისას პოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებით არსებობს," - წერია განცხადებაში.