09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
სკანდალი აშშ-ში - ანგარიში სადაზვერვო სამსახურის მიერ პატიმრების წამების შესახებ

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახური ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვისას იყენებდა მეთოდებს, რომლებიც თითქმის არ განსხვავდება წამებისგან. ამის შესახებ ნათქვამია, სენატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ამავე დასკვნის მიხედვით, დაკითხვისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენებამ არ შეუწყო ხელი რამე სასარგებლო ინფორმაციის მიღებას; ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ შეერთებული შტატების დაზვერვა დაკითხვისას იყენებდა როგორც დამცირებას, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. სენატის ანგარიშის მიხედვით, სასტიკი მეთოდების გამოყენებით სულ 119 პატიმარი დაიკითხა.

„პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ პატიმრებთან ამგვარი მმოპყრობა კარგს არაფერს მოიტანს. რასაკვირველია ჩვენ გვჭირდება სადაზვერვო ინფორმაცია, რომ დავამარცხოთ ჩვენი მტრები. თუმცა, ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი. წამების შედეგად კი ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის არასწორი. მე მივესალმები ამ ანგარიშის გამოქვეყნებას,” - განაცხადა სენატომა ჯონ მაკკეინმა.

მოგვიანებით, სენატის ანგარიშს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ბარაკ ომაბას განცხადებით, ახლა უკვე მთავარია მოხდეს შეცდომების აღიარება და მომავალში მსგავსი მეთოდების გამოყენების პრევენცია.

„სამწუხაროდ სენატის ანგარიშმა აჩვენა, რომ 9 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, აღმოვჩნდით ჩათრეულები სისასტიკეში. ამ ანგარიშის გამოქვეყნებას თან ახლავდა გარკვეული რისკები. მივიღეთ შესაბამისი ზომები უკლებლივ ყველა ჩვენს საელჩოში საზღვარგარეთ. არ არსებობს ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის შესაბამისი დრო. მთავარი ახლა ის არის, რომ ვაღიაროთ შეცდომები და არ დავუშვათ ამგვარი რამის გამეორება,” - განაცხადა ობამამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები