07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ქართველები ევროპაში უვიზოდ 2017 წლიდან იმოგზაურებენ

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა სავარაუდოდ იანვარში ამოქმედდება. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა ჟურნალისტი რიკარდის ჯოზვიაკი ამბობს, რომ შესაძლოა პროცესი შეფერხდეს. 

"რთული სათქმელია მიიღებს თუ არა საბჭო ოქტომბერში საბოლოო გადაწყვეტილებას. დიდი ხანია ამ თემას ვაშუქებ და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ზაფხულს საქართველო მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ პოლიტიკა ჩაერია, პირველი ეს გერმანია იყო. ახლა სავარაუდოდ ოქტომბერში პარლამენტიც და საბჭოც მიიღებს გადაწყვეტილებას და პირველი იანვრიდან ეს ამოქმედდება, მაგრამ შესაძლოა ამ პროცესს ისევ პოლიტიკამ შეუშალოს ხელი. გეგმა კი უკვე გაწერილია, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს რამე. ბრიუსელის პოლიტიკამ გვაჩვენა, რომ ყოველთვის დარწმუნებული ვერ იქნები. ევროპის სახალხო პარტია განსაკუთრებით პარლამენტში ჰქონდა პრობლემა მიეცათ საქართველოსთვის ნებისმიერი საჩუქარი არჩევნების წინ და მოქმედი მთავრობის პირობებში. ამაზე სპეკულაცია ყოველთვის შეიძლება. გამოდის, რომ ბუნებრივი ვადა ოქტომბერია, მაგრამ ვიმეორებ არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ფორმით პოლიტიკამ რაღაც ფორმით ხელი შეუშალოს,"- განაცხადა რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, რიკარდის ჯოზვიაკმა, კურიერთან საუბრის დროს. 

დღის ამბები