09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
"გმადლობ, სერგეი!" - ჯონ კერი ლავროვს შეხვედრაზე დათანხმებისთვის მადლობას უხდის

რომში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. სერგელი ლავროვი და ჯონ კერი მოლაპარაკებებისას საკითხთა ფართო სპექტრს განიხილავენ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის კრიზისი, ასევე სირიასა და პალესტინაში არსებული მდგომარეობაა. მოსალოდნელია, რომ შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართება, რადგან შეერთებულ შტატებში ამზადებენ კანონპროექტს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების შესახებ.

"ახლო აღმოსავლეთის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გავეკეთოთ საიმისოდ, რომ ვითარება არ გაუარესდეს. მოუთმენლად ველი ჩვენს დისკუსიას. ეს პრობლემა ერთად უნდა გადავწყვიტოთ," - განაცხადა რუსმა მინისტრმა.

შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც, რომელიც ლავროვის გადაწყვეტილებას შეხვედრის თაობაზე მიესალმება.

"მადლობელი ვარ, რომ მინისტრმა ლავროვმა შეცვალა თავისი განრიგი და აქ ჩამოსვლას დათანხმდა. მოუთმენლად ველი მასთან საუბარს. ასე რომ, მოხარული ვარ მას რომში, შეერთებული შტატების საელჩოში ვუმასპინძლო. გმადლობ, სერგეი," - განაცხადა ჯონ კერიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები