07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
მოსკოვი ამბობს, რომ ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს - პენტაგონში ინფორმაციას არ ადასტურებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებას, რომ სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მათ იერიშს ემსხვერპლა, პენტაგონში ხუმრობას უწოდებენ.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის ოპერაციის მიზანი ყოველთვის ასადის რეჟიმის მხარდაჭერა იყო, ამიტომ მათ ოფიციალური მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად არანაირი ცნობა არ აქვთ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, აბუ მუჰამედ ალ ადნანი ალეპოს რეგიონში, დაბომბვის დროს, 40 მებრძოლთან ერთად მოკლეს, თუმცა მანამდე ადნანის წინააღმდეგ იერიშის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა გაავრცელა.

დღის ამბები