07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
აშშ-დან კუბის მიმართულებით პირველი სამგზავრო რეისი შესრულდა

შეერთებული შტატებიდან კუბის მიმართულებით პირველი კომერციული, სამგზავრო რეისი შესრულდა. ავიაკომპანია ჯეთ-ბლუ ეარვეისის თვითმფრინავი ქალაქ სანტა კლარას აეროპორტში დაეშვა. მგზავრებს შორის ძირითადად რიგითი მოქალაქეები იყვნენ.

ეარბას 320 ფლორიდიდან გაფრინდა. პირველი კომერციული რეისის დანიშვნა კუბაში შეერთებული შტატების საელჩოს გახსნის ერთ წლისთავს დაემთხვა. სახელმწიფო მდივანმა კუბასთან ავიამიმოსვლის აღდგენას მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. კუბაში კი იმედი გამოთქვეს, რომ ფრენების დაწყება ორ ხალხს შორის კავშირს გაამყარებს.

დღის ამბები