07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ავიაკატასტროფას ალიასკის თავზე 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას ალიასკის თავზე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერში ერთმანეთს ორი მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა, ფრაგმენტები კი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

კატასტროფას ბორტზე მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩა. შეჯახების მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება. ცნობილია, რომ ერთი თვითმფრინავი ადგილობრივ ავიაკომპანიას, მეორე კი ტურისტულ ფირმას ეკუთვნოდა.

დღის ამბები