07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ

ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. 12 წლის წინ ტერორისტების 30 კაციანი ჯგუფი სკოლაში შეიჭრა და მოსწავლეებთან ერთად მძევლად აიყვანა მათი მშობლები და პედაგოგები.

თავდამსხმელებს ათასზე მეტი ადამიანი სპორტულ დარბაზში სამი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. 3 სექტემბერს ძალოვნებმა მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს. ამ ტერაქტს 334 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 186 ბავშვი იყო.

დაღუპული მოსწავლეების დედებმა ტრაგედიის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით დღეს სკოლასთან შეკრება სცადეს. თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად ნოვაია გაზეტას ორი ჟურნალისტიც დააკავეს.

დღის ამბები