07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ახალ ზელანდიაში. BBC-ის ინფორმაციით, 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გისბორნიდან ჩრდილო აღმოსავლეთით, 169 კილომეტრში დაფიქსირდა.

ცუნამის საფრთხის გამო ტოლოგა ბეის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. BBC-ის ცნობით, მიწისძვრა ახალ ზელანდიაში ადგილობრივი დროით 04:37 საათზე მოხდა.

მიწისძვირის შედეგად მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

BBC წერს, რომ ახალ ზელანდიაში 2011 წელს მომხდარი 6.3 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 185 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები