07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
კოსმოსური რაკეტა გაშვების მზადების ეტაპზე აფეთქდა

კენედის კოსმოსურმა ცენტრმა რაკეტის აფეთქების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა. ფალკონ 9, რომლის სტარტიც ხვალისთვის იყო დანიშნული, გაშვებისთვის მზადების ეტაპზე აფეთქდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჯერ რაკეტის ზედა ნაწილი, შემდეგ კი მთლიანად კონსტრუქციაც აფეთქდა.

წინასწარი ვერსიით, მიზეზი გასაშვები პლატფორმის გაუმართაობა გახდა. აეროკოსმოსური კორპორაციის სფეის იქსის რაკეტას ორბიტაზე ფეისბუქის თანამგზავრი უნდა გაეტანა.

მისი ღირებულება 200 მილიონი დოლარი იყო.

დღის ამბები