07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა

ისლამ კარიმოვის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა. განცხადება უკვე გაკეთდა უზბეკეთის მთავრობისა და პარლამენტის მიერ. მთელი დღის განმავლობაში კი ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ უცხოური მედია წერდა.

დილით უზბეკეთის მთავრობამ მხოლოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ იყო საუბარი. მაშინ როდესაც ტაშკენტში ჯერ კიდეც არ ადასტურებდნენ კარიმოვის გარდაცვალებას, თურქეთის პრემიერმინისტრმა, მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტმაც მწუხარება გამოთქვეს პრეზიდენტის დაღუპვის გამო და უზბეკ ხალხს მიუსამძიმრეს.

79 წლის ისლამ კარიმოვი ქვეყანას 27 წელი მართავდა. გასულ კვირას მან ინსულტი გადაიტანა და ბოლო ერთი კვირა საავადმყოფოში იმყოფებოდა. დაკრძალვის ცერემონია ხვალ კარიმოვის მშობლიურ ქალაქში სამარყანდში გაიმართება.

დღის ამბები