07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ევროკავშირი მზადაა, მინსკის შეთანხმების შესასრულებლად მხარდაჭერა გააძლიეროს

ევროკავშირი მზადაა, მინსკის შეთანხმების შესასრულებლად მხარდაჭერა გააძლიეროს. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ბრატისლავაში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

მოგერინის თქმით, სხდომაზე ლიდერებმა უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირებისა და ორგანიზაციის მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით, კონკრეტული იდეები განიხილეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ასევე ის, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დონბასში უკვე რამდენიმე დღეა იცავენ.

დღის ამბები