07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
14 გარდაცვლილი და 60-მდე დაშავებული - ფილიპინებში აფეთქება მოხდა

თავდასხმას ფილიპინებში, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 60-ს აჭარბებს. აფეთქება ქალაქ დავაოში, სასტუმროს მახლობლად მდებარე ბაზართან მოხდა.

თავდასხმის დროს ფილიპინების პრეზიდენტი ქალაქში იმყოფებოდა, ამიტომ, მომხდარის შემდეგ მან შემთხვევის ადგილი პირადად მოინახულა.

ფილიპინების ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას ისლამისტურ დაჯგუფება აბუ საიაფს აკისრებს.

 

დღის ამბები