07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ფლორიდის შტატს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა

ფლორიდის შტატს ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი შტორმი დაატყდა თავს. ძლიერმა ქარიშხალმა რეგიონს მასშტაბური ზარალი მიაყენა.

დაიღუპა ერთი ადამიანი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც 300 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, ასევე დაიტბორა სანაპირო ქალაქები.

მეტეოროლოგების ცნობით, სტიქია ამ დროისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონების მიმართულებით მოძრაობს, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა ჯორჯიის, ჩრდილოეთ კარილინის, მერილენდისა და ვირჯინიის შტატებშიც გამოცხადდა.

დღის ამბები