07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო, ჩინეთში ახლადგახსნილი შუშის ხიდი დახურეს

ჩინეთში გასხნიდან 2 კვირაში მსოფლიოს უდიდესი შუშის ხიდი დახურეს. მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, ის ვიზიტორების დიდი რაოდენობა გახდა.

ჰუნანის პროვინციის ნაციონალური პარკის ადმინისტრაციის ცნობით, კონსტრუქციის ვიზიტორთა რიცხვი 10-ჯერ აღემატებოდა დაგეგმილ რაოდენობას. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ხიდზე დღეში 8 ათასამდე ადამიანი გაივლიდა.

300 მეტრის სიმაღლეზე მდებარე 430 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი ჩინეთში 20 აგვისტოს გაიხსნა. მისი მშენებლობა 3 მილიონ 400 ათასი დოლარი დაჯდა. როდის განაახლებს ის მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები